ირან-ისრაელის კონფლიქტი

ირანული მედიის ცნობით, ისრაელმა თეირანში მდებარე ევინის ციხეზე იერიში მიიტანა

გამოცემა The Times of Israel ირანულ ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელმა თეირანში მდებარე ევინის ციხეზე იერიში მიიტანა.

ოპოზიციური მედიაორგანიზაცია Iran International-ის ინფორმაციით, ავიადარტყმა ციხის შესასვლელ კართან მოხდა, რათა, სავარაუდოდ, პატიმრებისთვის გაქცევის საშუალება მიეცათ.

ცნობისთვის, ევინის ციხე ძლიერად დაცული კომპლექსია, სადაც ირანის ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, ჟურნალისტებს, აკადემიკოსებს, ადამიანის უფლებადამცველებსა და სხვა პირებს ამყოფებს.

მანამდე, 22 ივნისის გამთენიისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკამ "ძალიან წარმატებული იერიში" მიიტანა ირანის სამ უმთავრეს ბირთვულ ობიექტზე და დაამატა, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის ყველაზე ღირებული ობიექტი - ფორდო - განადგურებულია. 

ოპერაციის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ირანის ბირთვულ ობიექტებს "შუაღამის ურომ" დაარტყა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები