სატრანსპორტო: ტექნიკური ხარვეზის გამო, პირველ ხაზზე გვქონდა შეფერხება - მოძრაობა განახლდა

Metronome.Ge

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ტაბულასთან საუბარში თბილისის მეტროპოლიტენის შეფერხებით მუშაობის ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

ცნობისთვის, 17 და 18 ივნისს, თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობდა.

როგორც სატრანსპორტო კომპანიამ ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, პირველ ხაზზე დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, თუმცა ხარვეზიანი მატარებელი სათადარიგომ ჩაანაცვლა და მოძრაობა მალევე განახლდა.

"მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო პირველ ხაზზე გვქონდა შეფერხება. მატარებელი მოიხსნა ხაზიდან და გამოვიდა სათადარიგო. მოძრაობა მალევე განახლდა". - თქვა სატრანსპორტო კომპანიამ ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები