ზაზა შათირიშვილი

შათირიშვილი: DEEP STATE-ს გეგმაა, მისი აგენტურით გამოწვეული პრობლემები პოლიტიკოსებს დააბრალოს

გასულ კვირას გამოვაქვეყნე ვრცელი წერილი, რომელშიც საზოგადოებას არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე "გლობალური ომის პარტიის", იგივე "დიფ სთეითის" სამომავლო გეგმების შესახებ ვუყვებოდი. საუბარი მქონდა მათი მხრიდან სახელმწიფოების, პოლიტიკური მმართველობის გაუქმებასა და მათ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში კორპორაციული მმართველობის დაკანონებაზე. ასევე დეტალურად ავხსენი, თუ როგორ მივიდნენ ოლიგარქიული ოჯახები ამ მოცემულობამდე. მათ ჯერ საკუთარი აგენტურის ხელით დაანგრიეს ქვეყნების სუვერენიტეტი და ეკონომიკა, უახლოეს პერიოდში კი თავადვე "მკაცრად დაგმობენ" პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებას, ყველა პრობლემას მათ გადააბრალებენ და საბოლოო ჯამში, მათ მიერ ერთპიროვნულად დანიშნულ ადამიანს მოამართინებენ ქვეყნებს.

ჩემი წერილის შემდეგ აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო ღრმად გააანალიზა ბატონმა დავით ქართველიშვილმა და ახსნა, თუ რა მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს აგენტურის ხელით ევროპის ქვეყნების სულიერ, ეკონომიკურ და ეროვნულ ნგრევას კორპორაციული მმართველობის შემოღებასთან, რაც სწორედ რომ ოლიგარქიული ოჯახების ჰეგემონიის, მათი დიქტატურის ლეგალიზებას ნიშნავს. გასული კვირის განმავლობაში ასევე აქტიურად ვადევნებდი თვალს ქართულ მედიას, სადაც ჩვენ მიერ გამოქვეყნებული წერილები და ზოგადად ოლიგარქიული ოჯახების, იგივე "დიფ სთეითის" გეგმა კორპორაციული მმართველობის შემოღების თაობაზე ვრცლად და ინტენსიურად გაშუქდა.

რადგან მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოება უკვე სწორად და საკმარისად არის ინფორმირებული ოლიგარქიული ოჯახების გეგმების შესახებ - გადავწყვიტე შემდგომი ანალიზი შემოგთავაზოთ კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის კონკრეტულად ამ ფორმის მიზნებსა და ამოცანებზე. თავისთავად ცხადია, ზოგადად - სწორ და კარგად გამართულ კორპორაციულ მმართველობაში ცუდი და დასაძრახი არაფერია. უფრო მეტიც, ამა თუ იმ კორპორაციის სწორად შერჩეული ერთპიროვნული ლიდერი წარმატების უპირველესი ფორმულაა.

"დიფ სთეითის" მზაკვრული გეგმაც სწორედ ესაა - გაღარიბებული, პრობლემებისგან დაღლილი, მიგრაციისგან და ეკონომიკური პრობლემებისგან გაღიზიანებული, კრიმინალისგან შეწუხებული ხალხი მარტივად დაარწმუნონ, რომ პოლიტიკურმა სისტემამ ჩაიდინა ყველა ეს მანკიერება და გამოსავალი სწორედ კორპორაციულ მმართველობაშია. კიდევ ერთხელ მარტივად რომ ავხსნათ - "დიფ სთეითი" მისი აგენტურით ხელოვნურად გამოწვეულ ყველა პრობლემას პოლიტიკოსებს გადააბრალებს და თავიანთი მმართველობის ლეგალიზებას მარტივად "გაყიდიან" სხვადასხვა ქვეყნებში. ზემოთ ჩამოთვლილი აურაცხელი პრობლემით გაღიზიანებული საზოგადოება კი ცვლილებებს მარტივად მიიღებს.

სწორედ აქ დაიწყება ოლიგარქიული ოჯახების დიდი გეგმის ახალი ეტაპი - სრული კონტროლი ხალხზე და მოქალაქეობრივი, ეროვნული ფასეულობებისგან შემდგარი საზოგადოებისგან მართული, უსამშობლო, უსქესო, უუფლებო მასის მიღება, რომელიც ბრძანებების შესაბამისად მხოლოდ ოლიგარქიული ოჯახების სურვილებს მოემსახურება. დიახ, კორპორაციული მმართველობა, რომელიც მალე დაკანონდება, დაიწყება სავარაუდოდ ევროპის რომელიმე ქვეყნიდან და შემდეგ "დიფ სთეითის" მიერ გაკონტროლებულ ყველა ქვეყანას მოედება - აბსოლუტური შირმა და სატყუარაა. რეალურად, ამ ფორმით ოლიგარქიული ოჯახები დაიკანონებენ დიქტატურას, რათა შემდგომ უფლებააყრილი, ღირსებადაკარგული ხალხის მასა საკუთარი ინტერესების და მოთხოვნილებების მოსამსახურეებად აქციონ.

აუცილებლად გაგრძელდება ლგბტ პროპაგანდა და უკვე ყველა ვხვდებით, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საუბრები იმის თაობაზე, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ "დიფ სთეითს", შეეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას და დაასრულებენ ხელოვნურ მიგრაციას, ისეთივე შირმა და ფარსია, როგორც "დიფ სთეითის" მიერ ხალხისთვის დაჯერება კორპორაციული მმართველობის უალტერნატივობის. სინამდვილეში სწორედ ხალხების კულტურათა აღრევით, ლგბტ პროპაგანდითა და ეროვნული ფასეულობების წაშლით ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები ისეთი ხალხის მასის მიღებას, რომელიც ცხოველის დონეზე იქნება დაყვანილი. სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდებათ მათ მოსამსახურეებად - რამეთუ თავს ისინი ღმერთკაცებად, სამყაროს მმართველებად მიიჩნევენ, ყველა სხვა კი მათთვის უნდა იყოს მომსახურე პერსონალი, რომელსაც არ ექნება არანაირი ამბიცია, დაკმაყოფილდება ელემენტარული პირობებით და კმაყოფილი იქნება მონობით.

ამ ანალიზის დროს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჯერ კიდევ 1932 წელს, ოდოს ჰაქსლის მიერ გამოცემული წიგნი, "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც პირდაპირ ოლიგარქიული ოჯახების შეკვეთით არის დაწერილი და სადაც ჰაქსლი დეტალურად აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს "ახალი ადამიანი" - კოლბაში გამოყვანილი უსქესო არსება, რომელსაც არ შეუძლია გამრავლება, არ აქვს ეროვნება და იდენტობა, არ აქვს ფასეულობები და ღირებულებები და არ გააჩნია საჭიროებები, გარდა ცხოველური მოთხოვნილებებისა. დღეს ჩვენ, ყველანი ერთად ამ წიგნის მატერიალიზაციას ვადევნებთ თვალს, 1932 წლის შემდეგ ოლიგარქიული ოჯახების რამდენიმე თაობამ მათი გეგმის დიდი ნაწილი სისრულეში მოიყვანა, ხოლო დარჩენილი ამოცანების გადაჭრას სწორედ ახლა ცდილობენ.

კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ - სხვადასხვა ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება და კორპორაციული მმართველობის შემოღება არის ამ ქვეყნებისათვის და ხალხისთვის კატასტროფისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. მართალია, ამ ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები ნაცადი პროპაგანდით ლამაზად შეფუთავენ, მაგრამ კორპორაციული მმართველობა არის მხოლოდ და მხოლოდ შირმა და ფარსი - ამ გადაწყვეტილებით ოლიგარქები მათი ერთპიროვნული მმართველობის დაკანონებას მოახდენენ და კიდევ უფრო გაიმარტივებენ ხალხის მათ მსახურებაში ჩაყენებას.

ზემოთ აღვნიშნე, რომ "დიფ სთეითი", იგივე არაფორმალური ოლიგარქები არიან კონკრეტული სახელები და გვარები, კონკრეტული ოჯახები და დინასტიები, რომლებსაც თავი ნახევრად ღმერთებად მიაჩნიათ, ხოლო ჩვენ, დანარჩენი ადამიანები მათთვის ეგრეთ წოდებული "გოები", ცხოველის დონემდე დასული არსებები ვართ. მოვა დრო და მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებ, დეტალურად აღვწერ საზოგადოებისთვის რა ძალასთან გვაქვს საქმე, რა არის მათი საბოლოო მიზანი და როგორი ფანატიზმით არის გამსჭვალული მათი გეგმები, თუმცა იქამდე საზოგადოებას ვეტყვი, რომ სანამ ჩვენ ვინარჩუნებთ ეროვნულ იდენტობას, სანამ ჯერ კიდევ ქალი ქალია, ხოლო კაცი კაცი, სანამ გვაქვს რწმენა და მაღალი მატერიალური მიზნები, იქამდე ჩვენი დამარცხება და მათ სამსახურში მონებად ჩაყენება ძალიან რთული იქნება ისეთი ძლევამოსილი ოჯახებისთვისაც კი, როგორიც ოლიგარქიული დიქტატორები არიან.

წერს რეჟიმის პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები