წარმოუდგენელია, რომ არჩევნებში, ამ რაღაც ფსევდოპროცესში არ შეხვიდე და საერთოდ პროცესს მიღმა დარჩე და შენ თვითონ არაფერი პროცესი არ შექმნა. უძრაობას და საღათას ძილს რომ მიეცეს ახლა პოლიტიკური, დემოკრატიული სპექტრი და ჩათვალოს, რომ არაფერი ხდება, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დამანგრეველი იქნება. [...] არა, ეს უნდა იყოს ანტიკამპანია. როგორც საარჩევნო კამპანია არსებობს ნორმალურ ქვეყნებში, არანორმალურ ქვეყანაში, ავტოკრატიულ რეჟიმში, სადაც საარჩევნო უფლება ადამიანებს, საარჩევნო ხმა წაართვეს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ საარჩევნო ხმის დაბრუნებისთვის.
ეს ანტიკამპანია, ჩემი აზრით, გულისხმობს, მათ შორის, ყველა რეგიონში ჩასვლას გაერთიანებული, დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთიანი ფრონტით იმისთვის, რომ მოვახდინოთ მთელი ქვეყნის მობილიზაცია და შემდეგ ამ მობილიზაციის საფუძველზე მოვითხოვოთ ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები.





