ივანიშვილის რეჟიმი

წილოსანი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვინმე ინერვიულებს

მოდით, გავიხსენოთ ერთი წუთით, რა მისია აკისრიათ ხოლმე არასამთავრობო სექტორის აი, ამ წარმომადგენლებს, ვისი დაფინანსებაც ბრიტანეთის საელჩოს უნდოდა. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩერგოლეიშვილის ტაბულა, ლონდა თოლორაია, რომელიც გამოკვეთილად მხარეა (გახარიას მხარეს ვგულისხმობ) და ა.შ. და ა.შ. და ჩვენს წინასაარჩევნო და პოსტსაარჩევნო ანგარიშებშიც არაერთხელ მოხვედრილან ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც არათუ არჩევნებს აკვირდებიან, არამედ წარმოადგენენ კონკრეტულად პოლიტიკურ და დაინტერესებულ მხარეებს.

რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობის გაუქმებაზე საუბრობს ბრიტანეთის საელჩო, მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვინმე ამაზე (საზოგადოებას ვგულისხმობ) ინერვიულებს, ხოლო, რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს მიღებული იდენტური კანონი და იდენტური პრინციპები, რომელიც მოქმედებს სხვა ქვეყნების შემთხვევაში და რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში დონორებს სურთ თავისი თანხების დახარჯვა, აუცილებლად უნდა იყოს დასაბუთებული მისი მიზნობრიობა და რა თქმა უნდა, უნდა იყოს მთავრობის თანხმობა. ელემენტარული პრინციპია, როდესაც სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე და ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში იქნება ეს, თუ სხვა საკითხებში ჩარევისთვის იწყებ თანხების ხარჯვას და ვიღაც სუბიექტების დაფინანსებას, მინიმუმ უნდა ვიცოდეთ, რისთვის ფინანსდება და რა აღმატებული და ისეთი, ღირებული მისია აქვს ამ ყველაფერს, ხომ? [...]

ვფიქრობ, რომ იდენტური განცხადებები შეიძლება მოაყოლონ სხვა, მათ შორის, დონორმა ორგანიზაციებმაც. ახლა გეტყვით კანონთან დაკავშირებით რა პროცესია. იცით, რომ კანონში ცვლილებები მიღებულია, თუმცა ერთი პროცესი არის თავად პარლამენტში შესული ცვლილებები და დამტკიცებული ცვლილებები, ხოლო მეორე ნაწილი არის, რომლითაც უკვე კანონქვემდებარე აქტები, კონკრეტული წესები და ნორმები უნდა გაწეროს მთავრობამ. აღნიშნული პროცესი თავის დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. ამიტომ, როდესაც დასრულდება ეს ვადა, რა თქმა უნდა, მთავრობა წარმოადგენს წესებს, შესაბამისად, ექნებათ საშუალება ყველა სხვა დონორს, რომ ამ წესების მიხედვით მიმართოს ხელისუფლებას და მთავრობას დასტურისთვის და რა თქმა უნდა, პროცედურები იქნება შესაბამისად გავლილი კანონის და იმ წესების შესაბამისად.

ამიტომ, ამ კუთხით სანერვიულო ნამდვილად არაფერი არ არის, ვადები ნამდვილად არ არის დარღვეული, მთავრობა მუშაობს დეტალური წესების შექმნაზე.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ტელეკომპანია იმედის ეთერში, "დღის ქრონიკაში".

კომენტარები