გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელის, ბრუნო კალის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინაში მიმდინარე ომს მხარს უჭერს.
ამის შესახებ კალმა Table Today-ის პოდკასტში ისაუბრა.
"გვაქვს შთაბეჭდილება, რომ მთელი რუსი ხალხი მზადაა გაჰყვეს პუტინს, მიიჩნევს, რომ ეს ომი აუცილებელია, ხოლო ბოროტი NATO აგრესორია". - თქვა დაზვერვის უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის უკრაინის ხელისუფლების განადგურება ღირსების საქმეა.
კალმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის უპირობო მხარდაჭერის მიზეზი კონტროლირებადი პროპაგანდისტული აპარატია.
კალის მტკიცებით, პროპაგანდა პუტინს მთელი ქვეყნის მანიპულაციის საშუალებას აძლევს.
პოლიტიკურ წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, რამდენად გამართლებულია ომში ესა თუ ის ნაბიჯი". - აღნიშნა გერმანიის ფედერალური დაზვერვის ხელმძღვანელმა.





