რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ხარკოვზე რუსეთის თავდასხმას 2 ადამიანი ესმხვერპლა, დაშავდა 57

რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილ იერიშს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 57 მათ შორის 7 ბავშვი.

ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსეთმა ქალაქზე იერიში 17 დრონით მიიტანა. თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის 15 ბინაში ხანძარი გაჩდნა.

"არის პირდაპირი დარტყმები მრავალსართულიან შენობებზე, კერძო სახლებზე, ბავშვთა მოედნებზე, საწარმოებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე". - განაცხადა ტერეხოვმა.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, 9 დაშავებული შორის 2 წლის ბავშვი და 15 წლის მოზარდი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სინეგუბივის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ქალაქის ტრამვაის სადგურიც დაზიანდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საერთო ჯამში 11 ივნისს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 85 დრონი გაუშვა, რომელთაგან 40 ჩამოაგდეს, ხოლო 9, სავარაუდოდ, ელექტრონულმა სისტემამ გაანეიტრალა.

ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმების ძირითადი სამიზნე ხარკოვის, დონეცკისა და ოდესის რეგიონები იყო.

კომენტარები