სტამბოლის მოლაპარაკებების ფარგლებში, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის მორიგი რაუნდი შედგა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაბრუნებული არიან მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვეები. უცნობია გაცვლილთა ზუსტი რაოდენობა.
გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის მცველების ნაწილიც, რომლებმაც ტყვეობაში სამ წელზე მეტი გაატარეს.
ყველა გათავისუფლებულს აქვს მძიმე ჭრილობა ან დაავადება, ზოგიერთს არ აქვს კიდურები.
ტყვეების გაცვლის საკოორდინაციო შტაბის თქმით, ზუსტ რაოდენობას გაცვლის საბოლოო დასრულების შემდეგ გაასაჯაროებენ.
რუსული მხარის ინფორმაციით, გაცვლილთა რაოდენობა კვლავ თანაბარია. რუსეთმა 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეები დაიბრუნა.





