აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ ილაპარაკა.
ტრამპის თქმით, "ირანი კარგი მომლაპარაკებელია, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად ხისტი, რაც პრობლემას წარმოადგენს".
"ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ არ იყოს ნგრევა და არ დაიღუპონ ადამიანები". – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, ტრამპმა, ირანთან მოლაპარაკებების შედეგები გააცნო ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, ისრაელს შეპირდა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნას მოლაპარაკებების გზით გადააფიქრებინებს, თუმცა დიპლომატიურ ძალისხმევებს ისრაელის პირველი პირი სკეპტიკურად უყურებს.
მიმდინარე წლის მაისში ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე იერიშის მიტანა მიუღებელია, ვინაიდან, მსგავსი ქმედება საფრთხის ქვეშ დააყენებს აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს.
გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ისრაელი ირანის პოტენციურად ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო იერიშს გეგმავს. თეირანის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მსგავს ნაბიჯს ირანის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ 9 ივნის გაკეთებული განცხადების თანახმად, ბირთვული პროგრამის საკითხზე აშშ პასუხს უახლოეს დღეებში, ომანის შუამავლობით მიიღებს.





