უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 9 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების დანაყოფებმა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე "სავასლეიკის" აეროდრომზე იერიში მიიტანეს.
გამოცემა Ukrainskaya Pravda წერს, რომ აეროდრომი უკრაინაზე შეტევისთვის გამოიყენება და ამ წერტილიდან რეგულარულად ფრინდებიან МиГ-31К გამანადგურებლები, რომლებსაც Кинжал-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტები გადააქვთ.
გენშტაბი აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, დაზიანდა ორი ერთეული საავიაციო ტექნიკა, სავარაუდოდ, МиГ-31 და Су-30/34 ტიპის თვითმფრინავები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით, 9 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვამ უკრაინის 49 საფრენი აპარატი გაანადგურა.
უწყების მტკიცებით, 13 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქების ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
