რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე ბოლო 24 საათში მეორეჯერ მიიტანა იერიში, დაღუპულია 4 ადამიანი

7 ივნისს რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დრონებითა და რაკეტებითა და ავიაბომბებით ორჯერ მიიტანა იერიში.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით იერიშები შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა 60-ზე მეტი.

ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, "სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ხარკოვზე ახლა ყველაზე ძლიერ შეტევა მიმდინარეობს". 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვზე მეორედ მომხდარ თავდასხმას "კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა" უწოდა.

უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, რუსეთმა ღამით გაუშვა 206 დრონი, ორი ბალისტიკური და შვიდი სხვა ტიპის რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ.

სამხედროების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 87 დრონი ჩამოაგდო, ხოლო კიდევ 80 ელექტრონულმა სისტემებმა გაანეიტრალა.

კომენტარები