პოლიტიკაში მოვედი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კანონია შესაცვლელი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩემი საქმიანი მოღვაწეობის პერიოდში, თითქმის არასდროს დამირღვევია კანონი. ყოველ შემთხვევაში, არ მქონია საქმე სასამართლოში და ჩემს წინააღმდეგ არ ყოფილა პროცესი, გარდა იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო მხოლოდ მას მერე, როგორც კი მე პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. [...] ე.წ. კომისია შექმნილია ე.წ. პარლამენტის მიერ და ეს ე.წ. პარლამენტი იმიტომ არის ე.წ. რომ მისი ლეგიტიმაცია არ არის აღიარებული დასავლეთის, ჩვენი, დემოკრატიული პარტნიორების მიერ. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ დოკუმენტს, სადაც ევროპარლამენტი, ან აშშ - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი.
შესაბამისად, ჩვენ, მე და ჩემმა გუნდმა, არჩეულმა დეპუტატებმა უარი განვაცხადეთ ამ პარლამენტში მონაწილეობაზე და დავტოვეთ მანდატები. ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პარლამენტი არაკანონიერ კომისიას ქმნის და ადვოკატებმა მოგახსენეს, რატომ არის არაკანონიერი. [...]
ამ პარლამენტმა არალეგიტიმური კომისია შექმნა, კონსტიტუცია დაარღვია, მე რატომ ვხარჯავ ამდენ დროს? რომ კიდევ ერთხელ, ნიღაბი ჩამოვხსნათ იმ დანაშაულს, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ახვევთ თავს. ჩემი კოლეგები დღეს ციხეში სხედან სწორედ ამის გამო. იმიტომ, რომ არაკონსტიტუციურმა და არაკანონიერმა კომისიამ დაიბარა და მათ უარი განაცხადეს. [...]
კითხვა მაქვს, წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმჯდომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის "სიგნალის" "ჩათით" დამიბარა, მოდიო - ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!





