რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

РБК-Україна: ბრიანსკის აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი

SOTA

გამოცემა РБК-Україна რუსულ Telegram-არხებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 5 ივნისის ღამით ქალაქ ბრიანსკში აფეთქებები მოხდა, ქალაქის აეროპორტის ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა

ერთ-ერთი Telegram-არხი, SHOT ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით წერს, რომ მსხვილი აფეთქებები რუსეთის დროებით დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩნდა. 

პროკრემლისტური არხი, Mash "წინასწარი ვარაუდით" აფეთქებებსა და ხანძარს უკრაინის შესაძლო იერიშს უკავშირებს

ამჟამად რუსულ მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 

კომენტარები