სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5%.
საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 8.3%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.82%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ზეთი და ცხიმი - 22.5%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 17.6%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 15.4%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.6%,
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 9.5%;
- პური და პურპროდუქტები - 8.4%; თევზეული - 6.9%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 6.9%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 2.2%
საქსტატის ცნობით, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -4.7%.
რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ყველაზე მეტად, 9%-ით, ჯანდაცვა გაძვირდა, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 10.2%, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.3% და საავადმყოფოების მომსახურების - 7.6% ფასები.

- ჯანმრთელობის დაცვა - 9%;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 8.3%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6%;
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 5.9%;
- განათლება - 4.9%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.3%;
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.8%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.6%.
ფასები შემცირებულია შემდეგ ჯგუფებზე: კავშირგაბმულობა -12.8%, ტრანსპორტი -4.5%, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -2.3%, დასვენება, გართობა და კულტურა -0.4%.
წინა თვესთან შედარებით, 2025 წლის მაისში სურსათისა და უალკოფოლო სასმელების ქვეჯგუფში ფასები 1.6%-ით გაიაზრდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.51%-ით აისახა:
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 8.7%;
- ხილი და ყურძენი - 8.3%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.8%;
- თევზეული - 1.4%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 1.2%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.9%;
- პური და პურპროდუქტები - 0.6%.
ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი - -1.6%ყავა, ჩაი და კაკაო - -0.6%, ზეთი და ცხიმი - -0.1%.





