მეწყერი ინდოეთში

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 34 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, მეწყრული პროცესები ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მომდევნო დღეებში კვლავ მოსალოდნელია კოკისპირული წვიმები.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სიკიმის შტატში ათასზე მეტი ტურისტის ევაკუაციის პროცესი დაიწყო, ამავდროულად, მეგჰალაიას შტატში ჩარჩენილია 500-ზე მეტი ადამიანი.

ხელისუფლება მოსახლეობას დამატებითი მეწყერებისა და წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს და რისკის ზონებში მაცხოვრებლებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ინდოეთის მეზობლად, ბანგლადეშში კი მეწყრის შედეგად ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა.

კომენტარები