რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გრემი: უკრაინამ დაარტყა ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინელების დასახოცად იყენებს

მუდმივად მოხერხებულმა უკრაინამ დრონებით საბრძოლო მოქმედებების კრეატიული ტაქტიკები გამოიყენა წარმატებული იერიშისთვის რუსულ ბომბდამშენებსა და სამხედრო ობიექტებზე, რომლებსაც [რუსეთი] უკრაინელი მოქალაქეების დასახოცად და მათი ქვეყნის გასანადგურებლად იყენებს.

რუსეთი განურჩევლად ხოცავს კაცებს, ქალებსა და ბავშვებს. დროა, მსოფლიომ გადაჭრით იმოქმედოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ჩინეთისა და სხვებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით, იაფი რუსული ნავთობის შესყიდვისთვის, რაც პუტინის ომის მანქანას ამაგრებს.

წერს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი X-ზე და უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე მიტანილ იერიშებს ეხმაურება.

1-ელ ივნისს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. მოგვიანებით, უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ოპერაციის შედეგად რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "აბლაბუდას" შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა.

კომენტარები