რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ანგარიში: რუსეთისთვის ჩრდ. კორეა რაკეტების, საბრძოლო მასალების და სამხედროების წყაროდ იქცა

ჩრდილოეთ კორეის საარტილერიო დანადგარები, 15 აპრილი, 2012
Pedro Ugarte/AFP via Getty Images

გამოცემა Bloomberg თერთმეტი ქვეყნის, მათ შორის აშშ-სა და იაპონიის, ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკრაინაში რუსეთის ომისთვის რაკეტების, საბრძოლო მასალებისა და ჯარისკაცების მნიშვნელოვანი წყარო გახდა.

გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ "რუსეთს, სულ მცირე, 100 ბალისტიკური რაკეტა გაუგზავნა, რომლებიც მოგვიანებით უკრაინის მიმართულებით გაუშვეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და კიევისა და ზაპოროჟიეს მსგავს დასახლებულ ტერიტორიებზე ტერორის გამოსაწვევად." - მრავალმხრივი სანქციების მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშში, რომელიც 29 მაისს აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ავსტრალიამ და კანადამ გამოაქვეყნეს.

ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროს მიერ დაწესებულ სანქციების იძიებს, ასევე დაადგინა, რომ ფხენიანმა "2024 წლის ბოლოს 11 000-ზე მეტი სამხედრო განალაგა აღმოსავლეთ რუსეთში, რომლებიც შორეული დასავლეთის კურსკის ოლქში გადაიყვანეს, სადაც მათ რუსული ძალების გვერდით საბრძოლო ოპერაციებში ჩართვა დაიწყეს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად".

მონიტორინგის ჯგუფის მიხედვით, ჩრდილოკორეელი სამხედროები რუსულ ფორმებს ატარებდნენ და ომში ჩართვამდე მათ რუსი სამხედროები წვრთნიდნენ. უკრაინამ, სულ მცირე, ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროს ტყვედ აყვანაც შეძლო.

კომენტარები