აშშ-ირანი

Reuters: საუდის არაბეთმა ირანს ბირთვული შეთანხმებისკენ მოუწოდა, რათა ისრაელთან ომი აირიდოს

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, დათანხმდნენ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას და დაიწყონ აშშ-სთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები. 

Reuters-თან ორი ანონიმური წყარო ყვება, რომ საუდის არაბეთის მეფემ თავისი შვილიმ პრინცი ხალიდ ბინ სალმანს დაავალა ირანის უზენაესი ლიდერისთვის, აიათოლა ხამენეისთვის გადაეცა გზავნილი, რომ თუ ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს დაიწყებს, თავიდან აირიდებს ისრაელთან ომს.

წყაროების მიხედვით, 17 აპრილს, თეირანში საუდის არაბეთის პრინცთან გამართულ შეხვედრაზე ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფაზეშქიანი, შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამად ბაგერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი იმყოფებოდნენ.

28 მაისს, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქვა, რომ მან ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გააფრთხილა არ დაესხას თავს ირანს, რადგან ამან შეიძლება ხელი შეუშალოს თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის მცდელობას.

"მე მას ვუთხარი, რომ ახლა ამის გაკეთება შეუფერებელი იქნებოდა, რადგან საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ. ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს – შეიძლება ერთი სატელეფონო ზარით შეიცვალოს, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურთ". - თქვა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევა "მომდევნო რამდენიმე კვირაში" იქნება შესაძლებელი. მისი შეფასებით, გასულ კვირებში მოლაპარაკებები პროგრესით წარიმართა.

აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ ნეთანიაჰუ ირანის ბირთვული გამდიდრების მთავარ ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავდა.

კომენტარები