რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

90 დრონი, 2 ბალისტიკური რაკეტა – რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული რუსული დრონი
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები

29 მაისის საღამოდან, 30 მაისის ღამის ჩათვლით, რუსეთმა უკრაინაზე 90 უპილოტო საფრენი აპარატითა და 2 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა.

რუსული თავდასხმის შედეგად, დაზარალდა უკრაინის 12 დასახლება.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 26 დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 30 უპილოტო საფრენი აპარატი.

ოკუპანტებმა დრონები მილეროვოს, ორელის, შატალოვოს, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან ააფრინა, ხოლო რაკეტები გაუშვეს ვორონეჟის ოლქიდან.

იერიში მიტანილი ხარკოვის ოდესისა და დონეცკის ოლქებზე.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები