ვასილი ნებენზია

ნებენზია: ანტირუსული სანქციები უკრაინის დამარცხებას ვერ შეაჩერებს

ვასილი ნებენზია
rbk.ru

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ახალი შესაძლო სანქციების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და კიევის რეჟიმის სამხედრო ობიექტების განადგურებას იქამდე, სანამ კიევი სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე იერიშების მიტანით, ეცდება ომის გაჭიანურებასა და რუსეთის პროვოცირებას. და ვერანაირი ახალი ანტირუსული სანქციები, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და სხვა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, ვერ შეაჩერებს ზელენსკის რეჟიმის გარდაუვალ მარცხს". – განაცხადა ნებენზიამ.

გარდა ამისა, გაეროს უშიშროების საბჭოს თათბირზე, რუსმა დიპლომატმა უკრაინას "არჩევანი მისცა":

"არჩევანი უკრაინაზეა. მშვიდობა მოლაპარაკებების გზით ან გარდაუვალი მარცხი ბრძოლის ველზე".

28 მაისს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 ივნისს, სტამბოლში გამართოს.

რუსული მხარის მტკიცებით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება მემორანდუმი, რომლის შესახებ ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ილაპარაკა.

კომენტარები