უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთმა უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში დრონების გაყიდვა შეაჩერა, თუმცა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას კვლავ განაგრძობს.
"ჩინური Mavic-ის ტიპის დრონები რუსებისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ უკრაინელებისთვის არა," - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას სამშაბათს.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს მოქმედი საწარმოო ხაზები, სადაც ჩინელი წარმომადგენლები მუშაობენ.
როგორც წერს Bloomberg, ერთ-ერთი ევროპელი ოფიციალური პირის თქმით, ზელენსკის განცხადებები მათ შეფასებებს სრულად შეესაბამება. მისი თქმით, ჩინეთმა, როგორც ჩანს, შეამცირა ზოგიერთი დრონის კომპონენტის, მაგალითად, ძრავებში გამოყენებული მაგნიტების მიწოდება დასავლური ქვეყნებისთვის, მაშინ როცა რუსეთში ამგვარი დეტალების ექსპორტი გაიზარდა.
"როცა გვეკითხებიან, ეხმარება თუ არა ჩინეთი რუსეთს, როგორ უნდა შევაფასოთ ეს ქმედებები?" - ამბობს ზელენსკი.





