დღეს ბატონმა ვახტანგ გომელაურმა დატოვა შს მინისტრის თანამდებობა, მან თავად მიღო ეს გადაწყვეტილება, შესაბამისი თხოვნით მოგვმართა რამდენიმე დღის წინ. ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის, თუმც მეც, მთელი გუნდი გაგებით მოვეკიდეთ მის გადაწყვეტილებას. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის შს მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი. და რა თქმა უნდა, არ არის იოლი ეს საქმე დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამის მან მშვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე.
მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ვახტანგ გომელაურს იმისთვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად და ღირსეულად ემსახურებოდა სახელმწიფოს. ყველას გახსოვთ, რომ მან ძალიან რთულ ვითარებაში გადაიბარა მინისტრის თანამდებობა, თუმცა მან ძალიან მალევე შეძლო სამინისტროში ცვლილებების შეტანა და მთელი ამ წლების განმავლობაში, მაღალპროფესიულად ასრულებდა თავის ფუნქციებს შს მინისტრის პოსტზე, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ბატონ ვახტანგ გომელაურს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი რევოლუციის 4 მცდელობის აღკვეთაში. ბატონ ვახტანგი არის ღირსეული კაცი და მინდა მას წარმატებები ვუსურვო.





