რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრისას თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საპასუხოდ საჭიროა რუსეთში მოქმედი დასავლური ბიზნესების "მოგუდვა".
"ჩვენ ისინი უნდა მოვგუდოთ. ამას სრულად ვეთანხმები და ყველანაირი მორიდების გარეშე ვამბობ, რადგან ისინიც ჩვენ მოგუდვას ცდილობენ. შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ" – ამბობს პუტინი.
პუტინი ამით გამოეხმაურა ერთ-ერთი ბიზნესმენის შეთავაზებას, რომ მცირედით მოხდეს დასავლური კომპანიების, როგორიცაა Microsoft და Zoom, მუშაობის შეზღუდვა.





