რუსეთის საჰაერო თავდაცვის დივიზიონის მეთაურის, იური დაშკინის თქმით, 20 მაისს ვლადიმერ პუტინის კურსკის ოლქში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტის ვერტმფრენი უკრაინული დრონების თავდასხმის ეპიცენტრში მოხვდა.
'[რუსეთის პრეზიდენტის ვერტმფრენი] ფაქტობრივად მტრის დრონების მასშტაბური შეტევის მოგერიების ეპიცენტრში იმყოფებოდა. შეტევის ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მაშინ, როცა უმაღლესი მთავარსარდლის თვითმფრინავი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მიფრინავდა. ამიტომ პარალელურად საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და პრეზიდენტის ვერტმფრენის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფდით". - თქვა დაშკინმა ტელეარხ Rossiya-24-ის ეთერში.
მისი თქმით, ამოცანა შესრულდა და "ყველა საჰაერო სამიზნე განადგურდა".
ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქში 20 მაისს მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ქალაქი დატოვეს.
კრემლის განცხადებით, პუტინი კურსკში მოხალისეთა ორგანიზაციებს შეხვდა და რეგიონში არსებული ატომური ელექტროსადგური მოინახულა. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში პუტინი შეხვდა ოლქის მოქმედ გუბერნატორ ალექსანდრ ხინშტაინსაც.
პუტინს თან ახლდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოც.





