მოგზაურობის დაგეგმვისას, ავიაბილეთების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორი სტრატეგიისა და ინფორმაციის დახმარებით, შესაძლებელია ფრენაზე მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა. ამ სტატიაში გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ მოიძიოთ ფრენები საუკეთესო ფასად aviabiletebi.online -ზე, რომელიც უკვე ბევრ მოგზაურს დაეხმარა იაფი ავიაბილეთების შეძენაში.
1. იყავი მოქნილი თარიღების მიმართ
ავიაბილეთების ფასები მნიშვნელოვნად იცვლება კვირის დღეების მიხედვით. მაგალითად, სამშაბათს და ოთხშაბათს ფრენები ხშირად იაფია, ვიდრე პარასკევს ან კვირას, ვინაიდან მოთხოვნა კვირის სამუშაო დღეებში შედარებით ნაკლებია. თუ გაქვს შესაძლებლობა, დაგეგმე მოგზაურობა ისეთ დღეებში, როცა მოთხოვნა ნაკლებია. აგრეთვე, თუ თარიღებში შეზღუდული არ ხართ თვალყური ადევნეთ ახლომდებარე დღეებსაც.
2. დაჯავშნე ფრენები წინასწარ
სტატისტიკურად, ავიაბილეთების შესაძენად უმჯობესია გამგზავრებამდე 1-1.5 თვით ადრე, რადგან ამ პერიოდში მოთხოვნა ნაკლებია და თვითმფრინავში ადგილების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
3. ყველა შეთავაზება ერთ სივრცეში
არსებობს უამრავი უცხოური თუ ქართული საძიებო სისტემა, რომლებიც ერთ სივრცეში გთავაზობენ ყველა ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს შემოთავაზებას, რაც საშუალებას გაძლევთ შეადაროთ ფასები და შეარჩიოთ თქვენს ბიუჯეტზე მორგებული ვარიანტი. სწორედ ასეთია aviabiletebi.online , სადაც მხოლოდ მიმართულებებისა და თარიღების შერჩევაა საჭირო, ამის შემდეგ კი გადამისამართებით საძიებო სისტემაში, სადაც ფილტრის დახმარებით შეძლებთ მოიძიოთ თქვენთვის შესაფერისი ავიარეისები. გარდა აღნიშნული პლატფორმისა, ასევე არსებობს უცხოური საიტები, მაგალითად:
Skyscanner – საშუალებას გაძლევს დაათვალიერო ფასები თვეების ჭრილში და ნახო ყველაზე იაფი დღეები.
Google Flights – აქვს მარტივი ვიზუალიზაცია და საშუალებას გაძლევს რამდენიმე დღით წინ ან უკან გადასწიო თარიღი და ნახო ფასი როგორ იცვლება.
4. ჩართე ფასების გაფრთხილება (Price Alert)
თუ კონკრეტულ მიმართულებაზე ავიაბილეთი ჯერ არ გიყიდია, მაგრამ გეგმავ მომავალში, ჩართე ფასების შეტყობინებები. Skyscanner, Google Flights ან Kayak-ზე შეგიძლია მიუთითო მიმართულება და პლატფორმა ყოველ ცვლილებაზე გამცნობს ელ.ფოსტით. ასე არ გამოგრჩება არცერთი ფასდაკლება.
5. განიხილე ახლომდებარე აეროპორტები
ზოგჯერ, ავიაბილეთების ფასები შედარებით იაფია ახლომდებარე აეროპორტიდან ფრენის შემთხვევაში. მაგალითად, თბილისიდან წასვლა შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა ქუთაისიდან, ბათუმიდან ან თუნდაც მეზობელი ქვეყნის აეროპორტიდან (მაგ. ერევანი ან სტამბოლიდან) შედარებით იაფი იყოს.
6. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები
Low-cost ავიაკომპანიები, როგორებიც არიან Wizz Air, Ryanair, Pegasus და Flynas, იაფ ავიაბილეთებს გვთავაზობენ. თუმცა, როგორც წესი, ასეთი ავიაკომპანიების ავიაბილეთის ფასში შედის მხოლოდ ხელბარგი, ხოლო ჩასაბარებელი ბარგისთვის ან ადგილის არჩევისთვის დამატებითი თანხა უნდა გადაიხადოთ. საქართველოდან, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია მაგალითად ვარშავა , ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და მრავალფეროვანი ევროპული დედაქალაქი, რომელიც აერთიანებს ისტორიულ მემკვიდრეობას, თანამედროვე არქიტექტურას და მდიდარ კულტურულ ცხოვრებას.
7. გამოიყენე ინკოგნიტო რეჟიმი
როდესაც ხშირად ეძებ ავიაბილეთებს ერთსა და იმავე მიმართულებაზე, ზოგი საიტი იყენებს cookies-ს, რამაც შესაძლოა გაზარდოს ავიაბილეთის ფასები. ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენე ბრაუზერის ინკოგნიტო/Incognito რეჟიმი ძიებისას.
8. ისარგებლე გადაჯდომით რეისებით
ხშირად, ერთი ან რამდენიმე გადაჯდომით აწყობილი რეისი უფრო იაფია, ვიდრე პირდაპირი. მაგალითად, თბილისიდან ბარსელონაში ავიაკომპანია Turkish Airlines -ით სტამბოლის გავლით შეგიძლიათ გაემგზავროთ. რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ, გადაჯდომით აწყობილი რეისის შემთხვევაში, განსაზღვრეთ საკმარისი დრო აეროპორტში მოცდისათვის, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება.
იცოდეთ თქვენი უფლება ფრენის შეფერხების შემთხვევაში
ავიაბილეთის ფასის გარდა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ თქვენი ფრენა გაუქმდა, დაგვიანდა ან არ დაგიშვეს ფრენაზე ადგილების არქონის, ე.წ “ოვერბუქინგის” მიზეზით, თქვენ შეიძლება გეკუთვნოდეთ ფრენის კომპენსაცია, რომელიც განისაზღვრება ევროკავშირის რეგულაცია 261/2004-ით. ბევრი მგზავრი არ იყენებს ამ უფლებას მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის მისი არსებობის შესახებ. სწორედ ამ მიზნით ფუნქციონირებს FlyHelp.ge, რომელიც სპეციალიზებულია ფრენის პრობლემების სამართლებრივ მოგვარებაში და ეხმარება მგზავრებს მიიღონ 250-იდან 600 ევრომდე კუთვნილი კომპენსაცია, ყოველგვარი წინასწარი გადასახადის გარეშე. ასე რომ, თუ თქვენი ფრენა ავიაკომპანიის ბრალეულობით დაგვიანდა ან გაუქმდა, იცოდეთ, რომ გეკუთვნით ფულადი კომპენსაცია.





