რეკლამა

Flyhelp ფრენის კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე (რ)

მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებაა. დღეს, უამრავი ადამიანი მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით და ეცნობა განსხვავებულ კულტურებს. მათ, ვისაც მოგზაურობის გამოცდილება არ აქვს, ან დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებს მიმართულების ან სასტუმროს შერჩევას, ტურისტული სააგენტოები უწევენ დახმარებას, სადაც ტურპაკეტები მათ ინტერესებზეა მორგებული.

მოგზაურობის დაგეგმვის სიმარტივის მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული. მაგალითად, ფრენის შეფერხებამ შესაძლოა დიდი დისკომფორტი გამოიწვიოს. თუმცა, კარგი ის არის, რომ მსგავს სიტუაციებში მგზავრები დაცულნი არიან კანონით - ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, მათ შეუძლიათ მიიღონ ფრენის კომპენსაცია, თუ რეისი გადაიდო, გაუქმდა, ან უარი განუცხადეს თვითმფრინავში ჩასხდომაზე ე.წ “ოვერბუქინგის” მიზეზით.

რა უნდა იცოდეთ?

ევროკავშირის რეგულაცია 261/2004 -ს შესაბამისად, თუ რეისის შეფერხება ავიაკომპანიის ბრალეულობით მოხდა, თითოეულ მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს ფრენის კომპენსაცია, რომელიც 250-600 ევროს ოდენობით განისაზღვრება.

რა შემთხვევაში შეგიძლია მოითხოვო ფრენის კომპენსაცია?

მგზავრს, კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ:

  • თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე 3 ან მეტი საათის დაგვიანებით ჩაფრინდა;
  • ფრენა გადაიდო ან გაუქმდა და ავიაკომპანიამ მგზავრს ამის შესახებ ინფორმაცია ორი კვირით ადრე არ შეატყობინა;
  • უარი განუცხადეს თვითმფრინავში ჩასხდომაზე ოვერბუქინგის გამო;
  • რეისის შესრულებიდან არ გასულა 2-3 წელი (გააჩნია ავიაკომპანიას).

საყურადღებოა, რომ ავიაკომპანია ცუდი ამინდი -ს პირობებში გაუქმებული ფრენის კომპენსაციას არ უზრუნველყოფს. უამინდობა ერთ-ერთი იმ საპატიო მიზეზთაგანია, რომელიც ავიაკომპანიაზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად, არ გასცემს კომპენსაციას.

როგორ განისაზღვრება კომპენსაციის ოდენობა?

კომპენსაციის ოდენობა აეროპორტებს შორის მანძილის მიხედვით განისაზღვრება და არ არის დაკავშირებული ავიაბილეთის ფასთან:

  • €250 - ფრენებისთვის, რომელთა მანძილი არ აღემატება 1,500 კმ-ს.
  • €400 - ფრენებისთვის, რომელთა მანძილი 1,500-დან 3,500 კმ-მდეა.
  • €600 - ფრენებისთვის, რომელთა მანძილი აღემატება 3,500 კმ-ს. 

როგორ მივიღოთ ფრენის კომპენსაცია მარტივად?

კომპენსაციის მარტივად მიღებაში FlyHelp.ge დაგეხმარებათ. პროცედურა ძალიან მარტივია და არ მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას. საკმარისია მხოლოდ ავიაბილეთის, პასპორტის, ელექტრონული ხელმოწერისა და საკონტაქტო ინფორმაციის ატვირთვა. ამის შემდეგ, FlyHelp -ის წარმომადგენელი შეისწავლის საქმეს და დაუყოვნებლივ შეუდგება თქვენი უფლებების დაცვას.

რამდენ ხანში გაიცემა კომპენსაცია?

ზუსტი ვადები დამოკიდებულია ავიაკომპანიის პასუხზე და პროცესის მიმდინარეობაზე. საშუალოდ, პასუხი 30-45 დღეში ბრუნდება, ხოლო თანხის ჩარიცხვა კომპანიის მხრიდან, მათივე განსაზღვრულ ვადებში ხდება.

რა ღირს FlyHelp-ის მომსახურება?

განაცხადის შევსება და განხილვა სრულიად უფასოა. მომსახურების საფასური დაიქვითება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და კუთვნილ თანხას მიიღებთ.

კომენტარები