რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთში, ლიპეცკის ოლქში მდებარე ქარხანა ენერგიაზე იერიში მიიტანა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე 10-მდე აფეთქება მოხდა.

რუსული მხარის თქმით, საწარმოში გაჩნდა ხანძარი, საჭირო გახდა პერსონალის ევაკუაცია, დაშავდა რამდენიმე ქარხნის თანამშრომელი.

ქარხანა ენერგია აწარმოებს აკუმულატორებს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ასევე ბატარეებს ავიაციისა და ფლოტისთვის.

კომენტარები