გერმანიის კანცლერის ოფისის ხელმძღვანელის, ტორსტენ ფრაის თქმით, ევროპა უნდა გამოვიდეს საკუთარი "კომფორტის ზონიდან" და განიხილოს რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესება, როგორიცაა შეზღუდვა გაზზე ან ურანზე, ასევე, გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გამოყენება.
"ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი კომფორტის ზონიდან და მივიღოთ ისეთი ზომები, რომლებიც რეალურად სცდება არსებულ სტატუს კვოს". - თქვა ფრაიმ.
კითხვაზე იგულისხმება თუ არა აკრძალვა ევროპაში რუსული გაზის ან ურანის იმპორტზე, ან გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების გამოყენება, ფრაიმ ასე უპასუხა:
"ეს არის ზუსტად იმ ტიპის ზომები, რომელი რუსეთს რეალურად დააზიანებს და შესაბამისად მოახდენს იმ გავლენას, რასაც ჩვენ სანქციების დაწესებით მიზნად ვისახავთ". - თქვა მან.
ამასთან, ფრაის თქმით, ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტი, რომელზე მუშაობაც ახლა მიმდინარეობს, "უნდა იყოს ძლიერი და მოიცავდეს ისეთ ზომებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე".