არჩევნები პორტუგალიაში

პორტუგალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერმინისტრის პარტიამ გაიმარჯვა

REUTERS/Violeta Santos Moura 

18 მაისს გამართულ პორტუგალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულ-მემარჯვენე დემოკრატიულმა ალიანსმა (AD) გამარჯვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.

"პორტუგალიელებს აღარ სურთ ვადამდელი არჩევნები, მათ სურთ ოთხწლიანი პარლამენტი". - აღნიშნა მოქმედმა პრემიერმინისტრმა ლუიშ მონტენეგრომ.

შედეგების მიხედვით, 230 წევრიან პარლამენტში AD-მ 89 მანდატი მოიპოვა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 9 მანდატით ნაკლებია.

პორტუგალიის სოციალისტურმა პარტიამ და პარტია შეგამ კი 58-58 მანდატი აიღეს.

სოციალისტებს ჯამში შეგაზე 50 000-ით მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ცნობისთვის, წინა არჩევნებზე სოციალისტებმა 78, ხოლო შეგამ 50 მანდატი მიიღო.

შედეგების გამოცხადების შემდეგ სოციალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, პედრო ნუნო სანტუშმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს.

პარტია შეგა, რომელიც 2019 წელს ყოფილმა საფეხბურთო კომენტატორმა, ანდრე ვენტურამ დააარსა ანტიემიგრაციული განცხადებებით გამოირჩევა.

"ეს არჩევნები არ მოგვიგია, მაგრამ ჩვენ შევქმენით ისტორია". - თქვა ვენტურამ და ასევე აღნიშნა, რომ უცხოეთის უბნებზე მიღებული ხმების დათვლის შემდეგ ფიქრობს, რომ შეგა მეორე ადგილზე გადაინაცვლებს.

ლუიშ მონტენეგროს თქმით, ის არ აპირებს შეგასთან თანამშრომლობას და სავარაუდოდ კვლავ უმცირესობის მთავრობას ჩამოაყალიბებს.

მარტში პორტუგალიის პარლამენტმა მონტენეგროს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, მას შემდეგ ოპოზიციამ მის მიერ დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის საქმიანობა ეჭქვეშ დააყენა.

კომენტარები