რუსული რეჟიმი

საქართველოს თანამდებობის პირებიც რადარზე უნდა იყვნენ – კოლსი სანქციებზე

RihardsKols

ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი წერს, რომ აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უნდა გაფართოვდეს და ივანიშვილის წარმომადგენლებსაც ახსენებს.

კოლსი წერს, რომ სანქციები კრემლის ხელშემწყობ პირებზეც გავრცელდეს. მისივე თქმით, განიხილეს კრემლის გავლენის შეზღუდვის გზები, მათ შორის, სავიზო შეზღუდვები და რადარზე საქართველოს თანამდებობის პირებიც უნდა ჰყავდეთ. 

ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ შეხვედრაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი 32-ე სესია განიხილეს, რომელიც ამ წლის 29 ივნისიდან 3 ივლისამდე პორტუგალიაში ჩატარდება.

ამის შესახებ კოლსმა 16 მაისს უიკერთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად შეხვედრის შემდეგ X-ზე დაწერა.

"სენატორ როჯერ უიკერთან - [გვაქვს] მყარი თანხვედრა: სანქციები უნდა შენარჩუნდეს და ხელშემწყობებზეც გავრცელდეს, თუნდაც ისინი მოკავშირე სახელწიფოებიდან იყვნენ. განვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი ყოველწლიური სესია და თუ როგორ შევზღუდოთ კრემლის მავნე გავლენის გავრცელება, მათ შორის, რეჟიმთან დაკავშირებული პირებისთვის ვიზის გამარტივების მექანიზმის დაბლოკვას ამ მხრივ, საქართველოს თანამდებობის პირებიც რადარზე უნდა იყვნენ". - წერს კოლსი. 

კომენტარები