რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსული საჰერო იერიშის მოგერიებისას F-16 დაკარგა

უკრაინის საჰაერო ძალების F-16
უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალებმა (ВСУ) F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი რუსული დრონებით თავდასხმის მოგერიების დროს დაკარგა

ВСУ იტყობინება, რომ თვითმფრინავმა სამი რუსული დრონის მოგერიება შეძლო, თუმცა მეოთხე მუშაობის დროს ბორტზე საგანგებო მდგომარეობა წარმოიქმნა, რის შემდეგაც პილოტი დასახლებულ პუნქტს გასცდა და კატაპულტირება შეძლო. 

"წინასწარი მონაცემებით, პილოტმა სამი საჰაერო სამიზნე გაანადგურა და მეოთხეზე მუშაობდა, საავიაციო არტილერიას იყენებდა, თუმცა ბორტზე საგანგებო მდგომარეობა წარმოიქმნა. პილოტმა თვითმფრინავი დასახლებული პუნქტისგან მოშორებით გადაიყვანა და კატაპულტირება წარმატებით შეძლო". - წერია ВСУ-ს განცხადებაში. 

უკრაინის საჰაერო ძალები ასევე წერს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციების შედეგად უსაფრთხო მდგომარეობაში იპოვეს და მისი ევაკუაცია მოახერხეს. 

"პილოტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ყველა გარემოების ობიექტურად გამოსაძიებლად გამოცხადებულია კომისია, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო". - წერია განცხადებაში. 

გამოცემა Українська правда საჰაერო ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ შემთხვევაში "მეგობრული ცეცხლი" გამორიცხულია. 

მანამდე, აპრილის თვეში უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების F-16-ის პილოტი, 26 წლის პავლო ივანოვი საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივანოვის სიკვდილის შესახებ კომენტარი გააკეთა. 

"ამ საბრძოლო სიტუაციის შესახებ სამხედროების ანგარიშები იყო აუცილებელი. გარემოებებს ვიკვლევთ". - თქვა ზელენსკიმ. 

გარდა ამისა, 2024 წლის 26 აგვისტოს უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა, რომელსაც უკრაინელი პილოტი, ალექსანდრ მესი მართავდა. მალევე დადასტურდა, რომ თვითმფრინავი შეცდომით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო. 

29 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაური მიკოლა ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

30 აგვისტოდან საჰაერო თავდაცვის ძალების მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა გენერალ-ლეიტენანტმა ანატოლი კრივონოჟკომ.

მოგვიანებით, გამოცემა The Wall Street Journal-მა შემთხვევის შესახებ გამოაქვეყნა სტატია.

სტატიის ავტორი, ჯილიან კეი მელჩირი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფა შესაძლოა საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ის სისტემა Link 16-ის გამო მომხდარიყო, რომელიც უკრაინისთვის გადაცემულ "პატრიოტებზე" გათიშული იყო.

კომენტარები