შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში მკვლელობის ფაქტზე 1971 წელს დაბადებულო მ.ა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2022 წლის 21 სექტემბერს, კახეთის რეგიონის, ერთ-ერთ სოფელში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ა.ჰ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
განზრახ მკვლელობა
ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – შსს-მ კახეთში 1 პირი დააკავა

კადრი ვიდეოდან / შსს




