არჩევნები 2025

კობახიძე: მე მგონია, ოთხივე პარტია დაეწყობა და აგვისტოში წარადგენს საარჩევნო სიებს

მე მგონია, რომ ოთხივე პარტია დაეწყობა ბოლოს და მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ოთხივე რადიკალური პარტია - ნაცმოძრაობა, ახალი, ლელო და გახარიას პარტია, ოთხივე დაეწყობა და აგვისტოში წარადგენს საკუთარ სიებს არჩევნებში.

რა თქმა უნდა, შანსები არ აქვთ, ჩვენი მარტივი მიზანია - 64 მერი, 64 საკრებულო და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, შესაბამისად, დიდი შანსები არ აქვთ, მაგრამ მათთვის სერიოზული პრობლემა იქნება, თუ საერთოდ არ იქნებიან საკრებულოებში, ამიტომ ჩემი პროგნოზია - დაეწყობიან და ოთხივე პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ამბობს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები