რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ზელენსკის თქმით, 9 მაისის აღლუმზე იერიში ჩინეთისა და სხვა ქვეყნების თხოვნით არ მიიტანეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Tetiana Dzhafarova/AP Photo/picture alliance

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოსკოვში 9 მაისს ჩატარებულ აღლუმს თავს არ დაესხნენ, რადგან ეს მათ ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა სთხოვეს.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ჩინეთისგან "მიიღო სიგნალები", რომ მხარს უჭერდნენ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას.

"მივიღეთ სიგნალი ჩინეთის მხრიდან, რომ ისინი მხარს უჭერდნენ უკრაინის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. ასევე მივიღეთ სიგნალები ჩინეთისა და სხვა ქვეყნებისგან, რომ სამართლიანი იქნებოდა სრული ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვა, რათა 8-დან 10 მაისის ჩათვლით იმ რეგიონში, სადაც ბევრი, მათ შორის ჩინეთის ლიდერიც იქნებოდა, უსაფრთხოება უზრუნველყოფილიყო." - თქვა ზელენსკიმ.

"უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აკეთებს იმას, რის პირობასაც დებს. რუსების პროპაგანდის მიუხედავად, მათ აღლუმზე 9 მაისს არანაირი იერიში არ ყოფილა." - დაამატა ზელენსკიმ.

კომენტარები