სერბული მედიის ინფორმაციით, ლატვიამ და ლიტვამ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს.
საინფორმაციო სააგენტოები Novosti-სა da Kurir-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ვუჩიჩის მოსკოვში ვიზიტს უკავშირდება, რომლის ფარგლებში სერბეთის პრეზიდენტი 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრებას აპირებს.
მედიის ინფორმაციით, ლატვიამ საჰაერო სივრცის დახურვა პოლიტიკური, ხოლო ლიტვამ ტექნიკური და დიპლომატიური სენსიტიურობით ახსნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვამ და პოლონეთმა ასევე უარი თქვეს სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დათმობაზე, რომელიც ასევე მიემგზავრება 9 მაისის აღლუმზე.
4 მაისს, ვუჩიჩის კარდიოლოგის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღლუმზე დასწრებას ნაკლებად სავარაუდოდ იყო.





