ავარიული კორპუსი

კალაძე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამოშლით დაზარალებულებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში ავარიული კორპუსის იატაკის ჩამოშლის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია გასული წლიდან სთავაზობდა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობას, რაც შენობის რეკონსტრუქციამდე მაცხოვრებელთა ქირით გაყვანას გულისხმობს, თუმცა, მოსახლეობის ნაწილმა უარი განაცხადა და მერიას 100%-იანი თანხმობის გარეშე მათი გამოსახლების უფლება არ აქვს. 

"გასული კვირის ბოლოს ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში ჩამოიშალა ავარიული კორპუსის იატაკი. [...] გამგეობამ, იმავე დღესვე, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები 34 ოჯახი დროებით გადაიყვანა და დააბინავა სასტუმროში. 

მიუხედავად იმისა, რომ გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებთან აქტიური კომუნიკაცია ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, მოსახლეობამ უარი განაცხადა მუნიციპალიტეტის შეთავაზებაზე, ესარგებლად ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით. მანამდე, თქვენ იცით, როგორც ხდება ხოლმე, აღნიშნული პროგრამები. მანამდე იქ მცხოვრები ოჯახები გაჰყავთ ქირით, მთლიანად უზრუნველყოფას აკეთებს მუნიციპალიტეტი და ოჯახებს არ აქვთ არაფერი გადასახდელი. თუმცა, ამ კორპუსში მცხოვრებამ ოჯახებმა განაცხადეს უარი, რაც ძალიან ცუდია და რა თქმა უნდა, ამ პროგრამის არგამოყენება, რომელიც წარმოდგენილი აქვს მუნიციპალიტეტს დ აუკვე ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ნუ, ვერ წარმომიდგენია და არ ვიცი, რატომ ამბობენ არას ადამიანები.

რა თქმა უნდა, არა ყველა, არის ერთი 2-3 ოჯახი კონკრეტულ შემთხვევებში, რომელიც ეწინააღმდეგება ჩანაცვლების პროგრამას, რაც მთლიანად აჩერებს აღნიშნული სამუშაოების წარმოებას.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე ესა თუ ის პროგრამა განვახორციელოთ და ხალხი საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან იძულებით გამოვიყვანოთ. ამიტომ, აღნიშნულ მისამართზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა სამწუხარო ფაქტი. 

შემთხვევის შედეგად, ნაძალადების რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებს შეხვდა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპუსის ამხანაგობის წარმომადგენლები იმსჯელებენ თბილისის მერიის პროგრამაში ჩაერთვებიან, თუ კერძო ინვესტორთან განაგრძობენ მოლაპარაკებას.

მე კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი მზაობა იმისა, რომ მოხდეს აღნიშნული პროგრამის განხორციელება ამ კონკრეტულ მისამართზე. იმ ავარიული შენობის მაგივრად ავაშენოთ ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსი და იქ მცხოვრებ 34 ოჯახს დავუბრუნოთ უკვე გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები. ცხადია, თუ იქნება თანხმობა ამასთან დაკავშირებით. [...]

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები. მომხდართან დაკავშირებით, პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება" - თქვა კალაძემ.

თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე სამსარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სში იატაკი 4 მაისს ჩამოინგრა.

კომენტარები