ქართული ოცნების თავმჯდომარე

"ქართული ოცნების" ყრილობაზე ონლაინმედიებს არ დაუშვებენ

16 ივლისი, ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნა
ფოტო: ქართული ოცნება

ქართული ოცნების ყრილობაზე ონლაინმედიებს არ დაუშვებენ. 

როგორც ტაბულას ქართული ოცნების პრესსამსახურში უთხრეს, ონლაინმედიებს "ადგილების შეზღუდული რაოდენობიდან" გამომდინარე არ დაუშვებენ. 

ქართული ოცნების ყრილობა 7 მაისს გაიმართება. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ, ასევე უნდა დამტკიცდეს განახლებული პოლიტსაბჭო. ამ დროისთვის უცნობია პარტიის ყრილობის ჩატარების დრო და ადგილი. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ დეტალებზე ანონსი გავრცელდება.

შეგახსენებთ, 25 აპრილს ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო.

ღარიბაშვილი პოსტს 2024 წლის იანვრიდან იკავებდა.

კომენტარები