ქართული ოცნების თავმჯდომარე

ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს ყრილობაზე აირჩევენ

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებით, 7 მაისს ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ასევე, განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც ამ ყრილობაზე დამტკიცდება.

"ქართული ოცნების გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 აპრილს ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო.

ღარიბაშვილი პოსტს 2024 წლის იანვრიდან იკავებდა.

კომენტარები