რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, განადგურებულია 54 დრონი

5 მაისის საღამოდან, 6 მაისის დილამდე, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანა.

რუსებმა დრონები ბრიანსკის, კურსკის, ორელის, მილეროვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ზაპოროჟიედან ააფრინეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია 54 უპილოტო საფრენი აპარატი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 70 დრონი.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საჰაერო თავდაცვის ძალებისა და რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების გარდა, სარაკეტო საზენიტო ჯარები, ავიაცია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები