რუსული რეჟიმი

ზურაბიშვილი: ერთად უნდა ჩავიბაროთ 26 მაისი - საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია

ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა რუსუფიკაციას, დავუპირისპიროთ ის ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ და რაც მთავარია - გუშინ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველა, ვინც იყო და ძალიან ბევრი წარმომადგენლები იყვნენ - ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ჩავიბაროთ 26 მაისი.

ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველა ერთად (პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, სხვადასხვა საზოგადოების სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა), საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისს იმიტომ, რომ 26 მაისი ჩვენია, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დაამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას.

ამისთვის, ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ ყველანი ერთად, მთელი ქვეყანა, სრულიად საქართველო ერთად, 26 მაისს.

თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები