ევროპის დღე

9 მაისს, "ექსპოჯორჯიაში" ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

9 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ექსპოჯორჯიის ტერიტორიაზე ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში (თბილისი, აკაკი
წერეთლის გამზ. 118) ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 12 საათიდან დაიწყება.

ევროპის დღესთან დაკავშირებით რამდენიმ პავილიონში იგეგმება შემდეგი ღონისძიებები:

პავილიონი 6 – ევროპის გუნდი შეხვდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, აღმოაჩინეთ მათი კულტურა, გაეცანით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და გაიგეთ, როგორ უწყობს ხელს ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის განვითარებას.

პავილიონი 11 – ევროკავშირის პროექტების სივრცე გაეცანით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებს და ნახეთ როგორ უწყობენ ისინი ხელს ცხოვრების გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

პავილიონის მიმდებარე ეზოში დააგემოვნეთ ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს რეგიონებიდან. შეხვდით ადგილობრივ ოსტატებს, და აღმოაჩინეთ მათი გამორჩეული ნამუშევრები.

პავილიონი 4 – EU საუბრები #ertad მოუსმინეთ გამორჩეულ მომხსენებლებს საქართველოდან და ევროპიდან, რომლებიც იმსჯელებენ ევროპული ღირებულებების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

პავილიონი 3: 

  • ფოტო გამოფენა "10 წელი ფოკუსში" – ვიზუალური მოგზაურობა და ბოლო ათწლეულში საქართველოში მიმდინარე ცვლილებები – კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გამარჯვებული დოკუმენტურ ფოტოების გამოფენა;
  • აუდიო-ვიზუალური გამოფენა – "ეს ქვეყანა შენია";
  • საგანმანათლებლო თამაში: წიგნების თარო;
  • პავილიონის მიმდებარე ეზოში შეუერთდით შეფ ქეთი ბაქრაძეს და ევროპელ დიპლომატებს კულინარიის სპეციალურ სესიაზე, სადაც წარმოდგენილია ავთენტური ევროპული კერძები;

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.

"75 წლის წინ წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. რეალობად ქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყანის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს". – წერია ღონისძიების აღწერაში.

კომენტარები