სტამბოლში ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ოზგურ ოზელს თავს დაესხნენ.
თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ოზგურ ოზელი ქალაქის ცენტრში ათათურქის კულტურულ ცენტრს ტოვებდა, როდესაც მას კაცი მიუახლოვდა და სახეში ხელი ჩაარტყა.
სტამბოლის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი 66 წლის კაცი იყო, რომელმაც 2004 წელს თავისი ორი შვილი მოკლა. იგი პატიმრობიდან 2020 წელს პირობითით გაათავისუფლეს.
გაზეთ Cumhuriyet წერდა, რომ მან თავის 19 წლის ვაჟსა და 17 წლის ქალიშვილს ესროლა და დანით ჭრილობები მიაყენა.