რუსული რეჟიმი

მურუსიძე სანქციებზე: რეაგირება აღარ მაქვს უკვე, ძალიან მშვიდად ვუყურებ

სანქციებთან დაკავშირებით, ახლა კონკრეტულად მეც დასანქცირებული ვარ - ასანქცირებენ მოსამართლეებს.

ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩემთან მიმართებით არ გავრცელდება, მაგრამ წერია, რომ გვაქვს გონივრული ეჭვიო და ხომ არ შეიძლება გონივრული ეჭვის საფუძველზე...

აქ ხომ პოლიტიკაა რეალურად.

აქედან გამომდინარე, რადგან ამხელა უსამართლობაზეა საუბარი, შესაბამისად, ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ სიტუაციას.

მიმაჩნია, რომ რეალურად, მართლა გული კი არ შესტკივათ, რომ ვთქვათ, ვასანქცირებთ ლევან მურუსიძეს იმის გამო, რომ თურმე ის კორუმპირებულია და ქართველი ხალხი შეწუხებულია ლევან მურუსიძის კორუფციით - ხომ არავის არ სჯერა, რომ ეს რეალობაა,

რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე, სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ, ვინაიდან ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ მართლა ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზია სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება აინტერესებთ და რატომ აინტერესებთ? თავიანთი გლობალური პოლიტიკაა.

უკრაინა-რუსეთის ომი მიმდინარეობს, საქართველო რეგიონში მეზობელია, მთელი რიგი პროცესებია.ზოგს ეს ხელისუფლება უნდა, ვიღაცა რომ მოვიდეს ქვეყანაში, ამისთვის სჭირდებათ სასამართლო, რომ არჩევნები გაბათილდეს, როგორც მოუნდებათ, როგორც რუმინეთში მოხდა. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია - აქედან გამომდინარე, რადგან მიმაჩნია, რომ აქ საუბარი კორუფციაზე არ არის და არის პოლიტიკური მოტივები, ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ.

სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, დღევანდელი დღითაც ჩანს, რომ ამდენი მოსამართლე შეიკრიბა და რაც უფრო ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, მით უფრო მედგრად იდგება სასამართლო კორპუსი.

თქვა ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

კომენტარები