რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, დაშავებულია 51 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი

3 მაისს, ხარკოვის ოლქის პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსეთმა დრონებით მასობრივი იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე, რის შედეგადაც სულ მცირე 51 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

ხარკოვის ოლქის პროკურატურის მიხედვით, 2 მაისს საღამოს განხორციელებულ იერიშში გამოყენებული იყო მინიმუმ 15 სავარაუდოდ, შაჰიდის ტიპის დრონი. იერიშმა ხარკოვის ოთხ რაიონში ხანძარი გამოიწვია.

გამოძიების მიხედვით, რუსულ დრონებს თერმობარული საბრძოლო მასალა ჰქონდათ, რომელიც აფეთქების ძლიერ ტალღას იწვევს და მშვიდობიან მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. პროკურატურის განცხადებით, მათი გამოყენება შესაძლოა განიხილებოდეს როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განზრახ დარღვევა.

"არ არსებობდა და ვერ იარსებებს სამხედრო ობიექტები ასეთ ადგილზე" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 მაისს.

"რუსეთი ზუსტად იმ დროს ურტყამს საცხოვრებელ შენობებს, როცა უკრაინელები სახლში არიან, როცა შვილებს დასაძინებლად ამზადებენ. მხოლოდ ტირანებს შეუძლიათ ასეთი ბრძანებების გაცემა და მათი შესრულება" - თქვა ზელენსკიმ

დაშავებულებს შორის არიან 11 და 16 წლის ბავშვებიც. იერიშმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კომერციული ობიექტები, ავტომობილები და მაღაზიები. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სულ მცირე რვა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

კომენტარები