აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშ თავის მრჩევენლს, მაიკ უოლცს გაეროში აშშ-ს ელჩად ნიშნავს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
უოლცის მოვალეობებს დროებით სახელმიწფო დეპარტამენტის მდივანი, მარკო რუბიო შეითავსებს.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გაეროში აშშ-ს შემდეგ ელჩად მაიკ უოლცის ნომინაციის წარდგენას ვაპირებ. მისი სამხედრო ფორმით ბრძოლის ველზე მსახურებიდან, კონგრესში საქმიანობითა და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რანგში მუშაობით, მაიკ უოლცი დაუღალავად ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტად დაყენებას. დარწმუნებული ვარ, იგი იმავეს გააგრძელებს თავის ახალ როლშიც" - დაწერა ტრამპმა
მანამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკ უილცი და მისი მოადგილე თანამდებობების დატოვებას აპირებნდნენ
24 მარტს The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა გაავრცელა ცნობა, რომ მარტის შუა რიცხვებში ის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის ჯგუფურ ჩატში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სახელის მქონე ანგარიშმა დაამატა. ჩატში დაწვრილებით განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები და მოთხოვნები პარტნიორების მიმართ. მასში დამატებული იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სხვები.
ვრცლად, თუ რაზე საუბრობდნენ ჩატში, წაიკითხეთ აქ – "ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით საკუთარი საომარი გეგმები მომწერა".
25 მარტს, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც Signal-ის ჩატის ინციდენტი ცნობილი გახდა, თეთრ სახლში მის გათავისუფლებას განიხილავდენენ.
POLITICO წერდა, მათ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ, რა უქნან უოლცს.
"მათი ნახევარი ამბობს, რომ ის ვერ გადარჩება ან არ უნდა გადარჩეს." - თქვა მედიასთან ანონიმურმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, თეთრი სახლის ორი მრჩეველი ფიქრობდა, რომ უოლცი გასათავისუფლებელი იყო, რათა პრეზიდენტი "ცუდ პოზიციაში" არ აღმოჩენილიყო.
"უპასუხისმგებლობა იყო იმის არ შემოწმება, თუ ვინ იყო ჩატში. უპასუხისმგებლობა იყო ამ საუბრის Signal-ში გამართვა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად უპასუხისმგებლო ვერ გეყოლება." - თქვა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა.
25 მარტს, NBC News-ისთვის მიცემულ კომენტარში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკ უოლცის სკანდალზე ისაუბრა და თქვა, რომ უოლცმა "გაკვეთილი ისწავლა".
"მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი ადამიანია." - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა თქვა, რომ კონფიდენციალურ ჩატში The Atlantic-ის რედაქტორის ყოფნას "არანაირი გავლენა" ჰქონია და იემენელ ჰუსიტებზე მიტანილი იერიში "შესანიშნავად წარმატებული" იყო.





