რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-მ უკრაინას სათადარიგო ნაწილებისთვის ჩამოწერილი F-16-ები გადასცა

აშშ-მ უკრაინას სათადარიგო ნაწილებისთვის ჩამოწერილი F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ევროპის მიერ გადაცემული ამ საბრძოლო თვითმფრინავების მზარდი ფლოტის მხარდასაჭერად გადასცა.

ინფორმაცია აშშ-ის საჰაერო ძალებმა TMZ-ს დაუდასტურა, მას შემდეგ, რაც არიზონაში ნაწილობრივ დაშლილი F-16-ების უკრაინულ An-124 სატრანსპორტო თვითმფრინავში ჩატვირთვის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. საჯაროდ ხემისაწვდომმა ფრენის რადარებმა აჩვენეს, რომ თვითმფრინავი პოლონეთისკენ გაფრინდა.

TMZ წერს, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მიერ მიღებული ევროპული F-16-ების ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს - კერძოდ, ბრძოლისთვის გამოუსადეგარ F-16-ებს გზავნის, რომლებიც სათადარიგო ნაწილებად გამოიყენება.

ეს თვითმფრინავები წარსულში აშშ-ის საჰაერო ძალებში იყო გამოყენებული, მაგრამ ამჟამად ფრენას არ ექვემდებარება, რადგან არ გააჩნიათ აუცილებელი კომპონენტები, როგორიცაა ძრავი, რადარი და ა.შ.

კომენტარები