CBS News-ის თეთრი სახლის უფროსი რეპორტიორი, ჯენიფერ იაკობსი სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე წყარო უყვება, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, მაიკ უოლცი და მისი მოადგილე ალექს ვონგი თანამდებობებს დატოვებენ.
"ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლტცი და მისი მოადგილე, ალექს ვონგი, დატოვებენ თავიანთ თანამდებობებს - ამის შესახებ ვითარებაში გარკვეულმა რამდენიმე წყარომ მაცნობა" - წერს ჯენიფერ იაკობსი





