ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკურ კრიზისს საქართველოში და ცდილობდნენ ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისისკენ წავიდოდა. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი მათგანის კომენტარი 17 იანვარს, რომ 3 თვეში, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში, გავიდა უკვე 3 თვე და 2.75-ის ფარგლებშია ლარის კურსი, მადლობა ღმერთს.
[...] სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ადამიანები, სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას. ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ.





