ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: მეამაყება, რომ ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე

მადლობა ღმერთს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, საკუთარი ხალხის მტერი, ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოღალატე რეჟიმი სამუდამოდ ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მე წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის. [...] ამ პროცესში ორჯერ ვიყავი პრემიერი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს.

ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ.

თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე, სადაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა.

კომენტარები