გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე სავარაუდო შეთანხმების უახლეს ვერსიას აკრიტიკებს
ჯონსონი აღნიშნავს, რომ "პუტინი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უკონტროლოდ ხოცავს" და მაგალითისთვის დღევანდელ თავდასხმას ასახელებს.
ჯონსონი სვავს კითხვას თუ რა ჯილდო ელის რუსეთს მედიაში გავრცელებული უახლესი სამშვიდობო წინადადების მიხედვით?
"1. უფლება შეინარჩუნოს სუვერენული უკრაინული ტერიტორიები, რომლებიც ძალადობით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩაიგდო ხელში.
2. უფლება აკონტროლოს უკრაინის ბედი, აუკრძალოს ნატოში გაწევრიანება.
3. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება.
4. ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკასთან.
5. შანსი, რამდენიმე წელში ისევ აღადგინოს თავისი შეიარაღებული ძალები მომდევნო თავდასხმისთვის.
რაც შეეხება უკრაინას - რას იღებს იგი სამი წლის გმირული წინააღმდეგობის შემდეგ?" - წერს ჯონსონი
ჯონსონის აზრით, უკრაინა არაფერს იღებს გარდა იმისა, რომ აშშ-სთან საკუთარ ბუნებრივ რესურსებს იზიარებს. ასევე, ის წერს, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში არაფერია ისეთ, რაც უკრაინაში მშვიდობას უზრუნველჰყოფს.
"თუ გვინდა, რომ პუტინის მხრიდან მორიგი სისასტიკე ავიცილოთ, უკრაინას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი, სანდო და, რაც მთავარია, სათანადოდ დაფინანსებული უსაფრთხოების გარანტია - გარანტია, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების და ყველა დასავლელი მოკავშირის მიერ იქნება უზრუნველყოფილი" - წერს ჯონსონი